logo_geo
ჯანმო: „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი
- +

29 ნოემბერი. 2021. 14:59

 

კორონავირუსის  ახალი, „ომიკრონი“ ვარიანტი, სავარაუდოდ, საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება, რაც ინფექციის გაზრდის კუთხით ძალიან მაღალ გლობალურ რისკს წარმოადგენს და სავარაუდოდ მსოფლიოს მასშტაბით ლეტალური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

 

გაეროს სააგენტო წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააჩქარონ პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია და უზრუნველყონ გეგმები ჯანდაცვის აუცილებელი სერვისების შესანარჩუნებლად.

 

„ომიკრონს“ სპაიკ-მუტაციების უპრეცედენტო რაოდენობა აქვს, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია პანდემიის ტრაექტორიაზე მათი პოტენციური ზემოქმედების გამო. „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი