logo_geo
ეკა სეფაშვილი: მისასალმებელია, რომ დაიწყო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია, რაც მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით
- +

29 ნოემბერი. 2021. 18:27

 

„მისასალმებელია, რომ დაიწყო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია, რაც მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, კერძო ბაღებმა სახელმწიფოს განსაზღვრული სტანდარტები უნდა გაითვალისწინონ, ამასთან, მათ შეუძლიათ უკეთესი პირობებიც შექმნან.

 

„კერძო ბაღებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ავტორიზაციის სტანდარტები, თუმცა მათ შეუძლიათ სტანდარტის მიღმა უკეთესი პირობები შესთავაზონ მშობლებსა და ბავშვებს. მშობელს არ აქვს არანაირი გარანტია, რომ კერძო ბაღში ისევე დაცული იქნება ბავშვთა უფლებები, როგორც საჯაროში.

 

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, რომ ავტორიზაციის სტანდარტების შესრულება სავალდებულო იქნება როგორც საჯარო ბაღებისთვის ისე კერძო ბაღებისთვის.

 

ეტაპობრივი ავტორიზაცია, რაც საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად 2030 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საშუალებას მისცემს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს, თანდათან დანერგონ ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას ემსახურება და მიიღონ შესაბამისი სტატუსი”,- განაცხადა სეფაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი