logo_geo
პაატა იმნაძე – ახალ შტამზე: სწრაფი გავრცელების უნარი აქვს და ვრცელდება უფრო მეტად ახალგაზრდებში, თუმცა, სიმძიმით არ გამოირჩევა
- +

29 ნოემბერი. 2021. 18:30

 

„კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაცია, ჯერჯერობით, არის წინასწარი. რაც ჩანს, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს და უფრო მეტად ვრცელდება ახალგაზრდებში, თუმცა, სიმძიმით არ გამოირჩევა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ომიკრონის” შტამზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, სამეცნიერო მტკიცებულებებს, დაახლოებით, 2 კვირა დასჭირდება.

 

„აქვე უნდა ითქვას, რომ რაც არის ინფორმაცია, ვისაც დაემართა, ავადმყოფების უმრავლესობა იყო აუცრელი. დაახლოებით, ალბათ, ორი კვირა დასჭირდება, რომ უფრო მეტი სამეცნიერო მტკიცებულება იყოს. ლუგარის ცენტრში გამოყოფილი ვარიანტების სეკვენირება მუდმივად მიმდინარეობს. როცა ყველა „დელტა“ იყო, შემთხვევითი პრინციპით ხდება გამოკვლევა, მაგრამ როცა ბრიტანული იყო, მაგალითად, იქ იყო, რომ თუ პისიარი სამი გენიდან ორი დადებითია, ერთი უარყოფითია. ამაზეც დაახლოებით ასეთივე პრინციპი იქნება. როცა დადებითია სამი გენიდან ორი, ერთი უარყოფითია. პისიარი ხომ სამ გენზე კეთდება. ჯერჯერობით რაც არის ჩვენთან, არის „დელტა“ ან „დელტა პლიუსი“. ჩვენ არ გვაქვს ისეთი გაცხოველებული ურთიერთობა სამხრეთ აფრიკასთან, რომ ყველაზე მაღალი რისკი გვქონდეს. ძალიან დაბალი რისკია. ზუსტი პროტოკოლის შემუშავება მიმდინარეობს. რაც გვაქვს ინფორმაცია, არავაქცინურებულთან შედარებით,ვაქცინირებულებში ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინები უნდა იცავდეს, მაგრამ ვნახოთ, დრო დასჭირდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი