logo_geo
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებული ეკლესიის პოზიცია, ძალიან გონივრულია
- +

29 ნოემბერი. 2021. 21:28

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებული ეკლესიის პოზიცია ძალიან გონივრულია.

 

ამასთან, ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თვეში შესაძლოა საპატრიარქოსგან ვაქცინაციისკენ მოწოდებაც გაჟღერდეს.

 

„მე ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოებია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები.

 

რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი