logo_geo
ირაკლი გედენიძის ფოტო „როიტერის“ 2021 წლის საუკეთესო 100 ფოტოს შორის მოხვდა
- +

30 ნოემბერი. 2021. 13:44

 

საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის ფოტო საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ 2021 წლის საუკეთესო 100 ფოტოს შორის მოხვდა.

 

ფოტოსურათზე მზის ფონზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გავლაა დაფიქსირებული.

 

ფოტო ივნისში თბილისიდან არის გადაღებული.

 

აღსანიშნავია, რომ ირაკლი გედენიძის ფოტო „როიტერის“ წლის ფოტოებში უკვე მესამედ მოხვდა.

 

 

big_banner
არქივი