logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბატონ შარლ მიშელთან, ქალბატონ ფონ დერ ლაიენთან და ბატონ დევიდ მარია სასოლისთან
- +

30 ნოემბერი. 2021. 20:49

 

 

„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კონტექსტში მოხდება უკვე მიღწეული შედეგების გააზრება და ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების  ლიდერებთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა მეტად სიღრმისეული დარგობრივი ინტეგრაციისთვის.

 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კოლეგებთან,  უკრაინის და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან  ერთად ვიმყოფები ბრიუსელში.

ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბატონ   შარლ მიშელთან, ქალბატონ ფონ დერ ლაიენთან და ბატონ დევიდ მარია სასოლისთან. მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს. ამ კონტექსტში მოხდება უკვე მიღწეული შედეგების გააზრება და ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების  ლიდერებთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა მეტად სიღრმისეული დარგობრივი ინტეგრაციისთვის.

საერთო ისტორიის გარდა, სამივე ქვეყანას გვაერთიანებს ევროპული მისწრაფებები და ჩვენი ერების მტკიცე არჩევანი, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი