logo_geo
ევროკავშირში გამოვლენილი „ომიკრონით“ ინფიცირების ყველა შემთხვევა უსიმპტომოდ ან სუსტად გამოვლენილი სიმპტომებით მიმდინარეობს
- +

1 დეკემბერი. 2021. 10:10

 

30 ნოემბრის მონაცემებით, ევროკავშირის 11 სახელმწიფოში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 44 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი იტყობინება.

 

სპეციალისტების ცნობით, დაავადების ყველა შემთხვევა უსიმპტომოდ ან სუსტად გამოვლენილი სიმპტომებით მიმდინარეობს. არ დაფიქსირებულა არცერთი მძიმე ან ლეტალური შემთხვევა. ინფიცირებულთა უმეტესობას აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

ევროკავშირის საზღვრებს მიღმა „ომიკრონი“ 9 ქვეყანაშია გამოვლენილი. სულ მსოფლიოში ამ შტამით ინფიცირების 226 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

 

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

big_banner
არქივი