„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ“, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ 24 ნოემბერს განაცხადა.
„რესტორნებს, რომლებსაც 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ და იმდენი ხანი შეეძლებათ მუშაობა, რა დროითაც ჩათვლიან საჭიროდ“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელსაც ვაქცინის 2 დოზა აქვს გაკეთებული, გადატანილი აქვს კორონავირუსი მინიმუმ 14 დღით ადრე, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული აქვს PCR ტესტი ან 24 საათის განმავლობაში გაკეთებული აქვს სწრაფი ტესტი.