logo_geo
ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის ელჩს და ახალდანიშნულ სამხედრო ატაშეს უმასპინძლა
- +

1 დეკემბერი. 2021. 13:03

 

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს და ახალდანიშნულ  თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას სამხედრო ატაშეს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს და სამხედრო ატაშეს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

 

 

 

big_banner
არქივი