logo_geo
იმუნიზაციის ეროვნული ჯგუფი კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეის გადახედვას მოითხოვს
- +

1 დეკემბერი. 2021. 14:04

 

 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

 

​მისივე თქმით, მართებულია, რომ ეს ვადა 6 თვემდე შემცირდეს.

 

„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და ის შემცირდეს 6 თვემდე. ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ამ საკითხში არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი