logo_geo
მიხეილ ჩხენკელი: შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით მუშაობს
- +

1 დეკემბერი. 2021. 19:21

 

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, შეიქმნა უწყებათაშორისო ჯგუფი, რომელიც სკოლებში საკვების საკითხზე მუშაობს.

 

როგორც მინისტრმა დღეს პარლამენტში განაცხადა, სკოლებში კვების საკითხის მოგვარება, მნიშვნელოვანია.

 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და „იუნისეფის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შორის სკოლაში კვების საკითხზე. უკვე შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით. აქ ჩართულნი არიან კოლეგა უწყებები, „იუნისეფი“, ცხადია, ჩვენი სამინისტრო. ჩვენ შევჯერდებით რამდენიმე მოდელზე და ამ მოდელებს შემდეგ წარვუდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შემდეგ გადავალთ უკვე ამ პროექტის შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

 

big_banner
არქივი