logo_geo
კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული
- +

1 დეკემბერი. 2021. 22:34

 

 

„რატომ დადიან ავტობუსები დაგვიანებით? - ეს ხდება საცობების გამო. ამიტომ არის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იმისკენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, პროექტების მიხედვით გავაჩინოთ საავტობუსე ზოლები“ , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა 180 ერთეული ავტობუსი შეიძინა. მისივე თქმით, თბილისში, მომავალ წელს დამატებით 200 ერთეული ავტობუსი შემოვა.

 

„რაც შეეხება დაგვიანებას, ეს ხდება საცობების გამო. ამიტომ არის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იმისკენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, პროექტების მიხედვით გავაჩინოთ საავტობუსე ზოლები. ეს რამდენიმე ქუჩაზეა, რაც არ არის საკმარისი, ეს უნდა მოხდეს მთელი ქალაქის მასშტაბით. ცხადია, ყველგან ვერ გაკეთდება, რადგან ყველა ქუჩას სჭირდება კვლევა და ამის შედეგად ხდება გადაწყვეტილებების მიღება სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი