logo_geo
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით დაწყებულ კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩაერთო
- +

2 დეკემბერი. 2021. 10:53

 

 

#ავიცრათერთმანეთისთვის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით დაწყებული კამპანიის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კავკასიის უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს.

 

კამპანიის ფარგლებში, 1 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. აქციის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს.

 

თავის მხრივ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს. იმუნიზაციის მხარდასაჭერი სტუდენტური კამპანია, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი