logo_geo
ბიძინა კულუბეგოვი: „სინოფარსა“ და „სინოვაკზე“, ბუსტერი დოზის მიღების საშუალება მიეცეს ყველა ადამიანს, რომელი ვაქცინითაც უნდათ - „ფაიზერით“, „სინოფარით“ თუ „სინოვაკით“
- +

2 დეკემბერი. 2021. 12:09

 

 

ბუსტერ დოზის ვადებზე დასკვნას ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი დღეს წარადგენს. „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ მოქალაქეს, მესამე დოზის მიღება სრულად აცრიდან 3 თვის შემდეგ შეეძლება. ხოლო, მათთვის, ვინც „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათია“ აცრილი, მესამე დოზის გაკეთება, 5 თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

 

„ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი ყოველთვის დადებს დასკვნას, რომ, „სინოფარსა“ და „სინოვაკზე“, ბუსტერი დოზის მიღების საშუალება მიეცეს ყველა ადამიანს, რომელი ვაქცინითაც უნდათ - „ფაიზერით“, „სინოფარით“ თუ „სინოვაკით“. ასევე, ადამიანებს, რომელთაც „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აქვთ გაკეთებული, შესაძლებლობა ექნებათ, ბუსტერული დოზა დაიმატონ, ნებისმიერი ვაქცინა დაიმატონ 5 თვის შემდეგ, ანუ ვადა 1 თვით შემცირდება“, - აცხადებს ბიძინა კულიმბეგოვი.

 

 

big_banner
არქივი