logo_geo
იაპონიის მთავრობის დახმარებით, დევნილთა 3 დასახლებას მძიმე ტექნიკა გადაეცემა
- +

2 დეკემბერი. 2021. 19:08

 

 

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვნისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა.

 

„მძიმე ტექნიკა ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებულ მუნიციპალურ სერვისებს მიიღებს, როგორებიცაა გზები, კანალიზაცია, სასმელი და სანიაღვრე სისტემები“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

 

სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას, გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

 

პროექტის ფარგლებში, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის საერთო ოდენობა 221 626 დოლარია. მძიმე ტექნიკა ახალგორის, ქუთაისისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.

 

 

big_banner
არქივი