logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

3 დეკემბერი. 2021. 11:04

 

საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 397 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 749 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 223, „პისიარ“ ტესტით – 20 526.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,92%, ბოლო 14 დღის – 8,75%, ბოლო შვიდი დღის – 8,39%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 857 933 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 799 850 გამოჯანმრთელდა, 12 258 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 211 839 აცრა, დღიურად აცრილია 11 699.

 

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 550 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 127 პირი.

 

ამასთან, 2 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 295 პაციენტი, გარდაიცვალა 72.

 

 

 

big_banner
არქივი