logo_geo
თავდაცვის მინისტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
- +

3 დეკემბერი. 2021. 12:27

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ როზარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს NATO-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები. ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საკითხებზეც.

 

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე როზარია პუგლისიმ უილიამ ლაჰიუ 2018 წელს შეცვალა.

 

 

 

big_banner
არქივი