logo_geo
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი რომში პროექტ REACT კონსორციუმის შეხვედრას დაესწრო
- +

3 დეკემბერი. 2021. 12:35

 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ქალაქ რომში NATO-ს მიერ ორგანიზებული პროექტის REACT კონსორციუმის შეხვედრას დაესწრო.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ჰაერის მონიტორინგსა და ტერორისტული ან სხვა თავდასხმის შემთხვევაში „განგაშის სისტემის“ შექმნას.

 

ცენტრის ხელმძღვანელმა, შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც რადიაციულ და ბირთვულ ინცინდენტებზე სამედიცინო რეაგირებასთან დაკავშირებით ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მზაობას ეხებოდა.

 

შეხვედრას საქართველოს ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი