logo_geo
საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი ორსული ემსხვერპლა
- +

3 დეკემბერი. 2021. 13:56

 

კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მანამდე ის ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, 32 კვირის ფეხმძიმე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

 

როგორც „იმედინიუსს“ კლინიკის დირექტორმა ნუგზარ პაპავამ განუცხადა, 25 წლის ქალი ბათუმის სამშობიარო სახლში 20 ნოემბერს შეიყვანეს და მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა.

 

„25 წლის კოვიდინფიცირებული ფეხმძიმე ჩვენს კლინიკაში 4 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა შემდეგ ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, იქ მისი მდგომარეობა გართულდა და იძულებული გახდნენ, საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა პაპავამ.

 

 

big_banner
არქივი