logo_geo
აჭარა ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
- +

3 დეკემბერი. 2021. 17:04

 

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IBTM 2021“ მიმდინარეობდა.

 

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წარადგინა. გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საკონვენციო ბიუროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

 

საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. საერთაშორისო გამოფენაში 140-ზე მეტი ქვეყანა და 3000-ზე მეტი მიმართულება მონაწილეობდა. გამოფენას ტურიზმის სფეროს 15 000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

big_banner
არქივი