logo_geo
პრეზიდენტმა ღირსების მედლით „ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგები ვერა სვანიძე და დარეჯან ცინცაძე დააჯილდოვა
- +

3 დეკემბერი. 2021. 21:16

 

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მუსიკისა და სამუსიკო-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგები ვერა სვანიძე და დარეჯან ცინცაძე.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები პირადად გადასცა პედაგოგებს და ქართველი ხალხის სახელით, თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა მათ.

 

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა.

 

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ, ორბელიანების სასახლეში კიდევ ერთხელ მოგვეცა ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება. ახალგაზრდული კონცერტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის მომავალი თაობა, ვისთვისაც არსებობს ეს სასახლე და თქვენ პედაგოგები კი, იღწვით, იმისათვის რომ მათ ამ ქვეყნისა და კულტურის მომავალი კიდევ უფრო დაამშვენონ და გააძლიერონ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი