logo_geo
„თბილისი ენერჯი“: ორი ადამიანი CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა
- +

3 დეკემბერი. 2021. 21:22

 

თბილისში ორი ადამიანი CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ისინი „თბილისი ენერჯის“ აბონენტები არ იყვნენ.

 

„2 ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა CO-თი (ცეო), საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. აღნიშნული მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა. ნუ მოიხმართ მკვლელ გაზის დანადგარებს, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას”, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი