logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა
- +

4 დეკემბერი. 2021. 11:32

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 298-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 950 პირს დაუდასტურდა, 2 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 3 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 100 შემთხვევა გამოვლინდა, 3 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 67 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი