logo_geo
DIBS სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

4 დეკემბერი. 2021. 15:22

 

 

„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა“, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს.

 

„მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროფესიული და სასწავლო ტრენინგ-კურსების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, DIBS-ის კვალიფიკაციასა და პროდუქტიულობას გაუსვა ხაზი და იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს თავდაცვის იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და თავდაცვის ატაშე ეტორე გაგლიარდი დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი