logo_geo
როგორ შენდებოდა ცნობილი ტაუერის ხიდი ლონდონში
- +

5 დეკემბერი. 2021. 00:31

 

 

ლონდონში მდებარე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდი, ტაუერის ხიდი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აშენდა და მაშინვე აღიარებულ იქნა, როგორც ვიქტორიანული ინჟინერიის მიღწევა.

 

ხიდის შექმნის მიზანი საგზაო მოძრაობის გაადვილება და ამავდროულად, მდინარეზე წვდომის შენარჩუნება იყო. იგი დაპროექტებულია გიგანტური მოძრავი ფილებით, რომელთაც შეუძლიათ აწევა და მოახლოებული გემის გატარება. ტაუერის ხიდი გაიხსნა 1894 წლის 30 ივნისს და მალევე გახდა ცნობილი, როგორც „გასაოცარი ხიდი“.

 

1876 წელს ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი, რომლის მისიაც სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრა იყო. სწორედ ამ იდეებზე მსჯელობისას გადაწყდა ხიდის აშენება და რამდენიმე არქიტექტორმა ათობით პროექტიც წაროადგინა, თუმცა პროცესი 8 წლის გადაიდო.

 

კომიტეტმა ვერ შეძლო ხედვების შეთანხმება, სანამ ქალაქის არქიტექტორმა, სერ ჰორას ჯონსმა არ წარადგინა დიზაინი, რომელიც ყველამ მიზანშეწონილად მიიჩნია. სხვა არქიტექტორის, კერძოდ, ჯონ ვოლფ ბარის დახმარებით, ჯოსნა შეიმუშავა ტაუერის ხიდის კონცეფცია იმ სახით, რომლითაც ჩვენ დღეს მას ვიცნობთ.

 

1885 წელს მიიღო პარლამენტმა აქტი, რომელმაც მშენებლობა დაამტკიცა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი