logo_geo
ღამის კლუბების დამფუძნებლები მუშაობის უსაფრთხო პროტოკოლის შემუშავებას ელოდებიან, რათა მუშაობა განაახლონ
- +

5 დეკემბერი. 2021. 17:48

 

 

ღამის კლუბების დამფუძნებლები მუშაობის უსაფრთხო პროტოკოლის შემუშავებას ელოდებიან, რომელიც შრომის ინსპექციამ მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა გამოაქვეყნოს. კლუბების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ მუშაობის განახლების გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, პანდემიის გამო ღამის კლუბების მუშაობა 22 თვეა შეჩერებულია. კლუბების წარმომადგენლები ასევე გამოეხმაურნენ სამ დეკემბერს კლუბ ხიდში გამართულ ივენთს, რომელიც ნებადართული არ იყო და ნეგატიურად შეაფასეს კლუბის გადაწყვეტილება თუმცა აღნიშნეს, რომ ეს კლუბის მხრიდან ერთგვარი პროტესტის გამოხატვა იყო.

​შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.

4 დეკემბერს ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები.

 

 

 

big_banner
არქივი