logo_geo
Pirelli-ს 2022 წლის კალენდრისთვის ფოტოები ბრაიან ადამსმა გადაიღო
- +

5 დეკემბერი. 2021. 18:56

 

 

 

კომპანიამ Pirelli 2022 წლის კალენდარი წარადგინა, სახელწოდებით „გზაში“. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, გადაღებებში მონაწილეობა მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავებმა მიიღეს. მათ შორის არიან იგი პოპი, შერი, გრაიმსი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვები. კალენდრის წლევანდელი გამოცემის ფოტოგრაფი კი ცნობილი კანადელი მომღერალი ბრაიან ადამსი გახდა.

„ბოლო 45 წელი სწორედ გზაში გავატარე, რადგან მუსიკოსის ცხოვრება გზების, მოგზაურობის, სასტუმროებსა და კულისებში საათობით ლოდინისგან შედგება“, - ამბობს ადამსი.

Pirelli კალენდრებს 1964 წლიდან უშვებს. შარშან კომპანიას კალენდარი კორონავირუსის გამო არ გამოუცემია, 2020 წლის გამოშვების თემა იყო „ჯულიეტას ძიებაში“.

 

 

 

big_banner
არქივი