logo_geo
AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი: მომავალი პანდემია კიდევ უფრო მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, ვიდრე კორონავირუსის პანდემია
- +

6 დეკემბერი. 2021. 12:07

 

 

AstraZeneca-ს  ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი, პროფესორი სარა გილბერტი აცხადებს, რომ მომავალი პანდემია კიდევ უფრო მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, ვიდრე კორონავირუსის პანდემია.

 

პროფესორ სარა გილბერტის თქმით, მიმდინარე პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები არ უნდა გაიფლანგოს.

 

„ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლესა და საარსებო წყაროს. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი პანდემია შეიძლება უარესი იყოს. ის უფრო გადამდები, ან უფრო მომაკვდინებელი, ან ორივე ერთად შეიძლება იყოს“, - აღნიშნა AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა.

 

სარა გილბერტის თქმით, კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი მუტაციებს შეიცავს, რომელიც ვირუსის გადაცემას ზრდის და ვაქცინაციის ან გადატანილი ვირუსის შედეგად გამოწვეული ანტისხეულები, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს „ომიკრონით“ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

 

„ვიდრე მეტი ინფორმაცია არ გვექნება ახალი ვარიანტის შესახებ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და მისი გავრცელების შესაჩერებლად ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - აღნიშნა პროფესორმა.

 

 

big_banner
არქივი