logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა
- +

7 დეკემბერი. 2021. 11:12

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 466-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 509 პირს დაუდასტურდა, 4 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 6 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 778 შემთხვევა გამოვლინდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

 

 

 

big_banner
არქივი