logo_geo
გიორგი ღიბრაძე: ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, თუმცა, ცეკვა აკრძალულია
- +

7 დეკემბერი. 2021. 12:42

 

„ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, თუმცა, ცეკვა აკრძალულია“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა. გიორგი ღიბრაძის თქმით, ღამის კლუბების გახსნის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ სეგმენტთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

 

„ორი მხარე აქვს ღამის მუშაობას. რესტორნებზე ჩვენ მოვხსნით შეზღუდვა და მათ შეუძლიათ, შეზღუდვის გარეშე იმუშაონ. რაც შეხება ღამის კლუბებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთი მხრივ, სეგმენტს ფუნქციონირების საშუალება მიეცეს; მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ ცეკვა აკრძალულია, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი