logo_geo
ირაკლი ზარქუა: ვინმეს მოსწონს თუ არა, ივანიშვილმა საქართველოში ეკლესიები ააშენა და 2012 წელს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, ტირანია დაამარცხა
- +

7 დეკემბერი. 2021. 14:39

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, ოპოზიციის ნაწილის პროტესტს პასუხობს და ამბობს, რომ უსაფუძვლოა სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ისტორიის შეტანით გაღიზიანება.

 

„ვინმეს მოსწონს თუ არა, ივანიშვილმა საქართველოში ეკლესიები ააშენა, რესტავრაცია გაუკეთა ჩვენს ასობით მონასტერს და, 2012 წელს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, ტირანია დაამარცხა. ევროპული გზა, რომელიც, სხვათა შორის, თავის დროზე, შევარდნაძემ დაიწყო, ჩვენმა ხელისუფლებამ ღირსეულად დააგვირგვინა უვიზო მიმოსვლით, ევროკავშირის ბაზართან თავისუფალი ვაჭრობით... აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ბატონ ივანიშვილს ღირსეული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

პარტია „დროა" მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.

 

 

 

big_banner
არქივი