logo_geo
საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია
- +

8 მაისი. 2017. 18:11



ბრიტანულმა „Telegraph"-მა მსოფლიოს 51 ქვეყნის სია გამოაქვეყანა, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია. ამ სიაში საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. „Telegraph"-ის მონაცემებით, საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,4 ტურისტი მოდის.


ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ „Telegraph" 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს დაეყრდო, რა დროსაც საქართველოს 5,9 მილიონი საერთაშორისი მოგზაური ეწვია, 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6.3 მილიონამდე გაიზარდა.


„Telegraph"-ის რეიტინგში პირველ ადგილს ანდორა იკავებს, სადაც ერთ მოსახლეზე 33 ტურისტი მოდის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი