logo_geo
6 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
- +

5 იანვარი. 2022. 19:07

 

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

 

სამგორის რაიონი

 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, მანდელშტამის, სუხიშვილის, კუპრაძის, კოტეტიშვილის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ორხევის დასახლების, ახვლედიანის, მუხაძის, ჯავახეთის, სუხიშვილის, კუპრაძის, კოტეტიშვილის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ერმაკოვის, ფაღავას, სანაძის და ოზაანის ქუჩების მოსახლეობას.

 

დიდუბის რაიონი

 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ჩაჩავას, ლუბლიანას, ბოცვაძის, ბალანჩინის, ბოხუას და დისევის ქუჩების მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.

 

ნაძალადევის რაიონი

 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ხეხილ-სანერგე მეურნეობის მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და ბროწეულის ქუჩის მოსახლეობას.

 

ვაკის რაიონი

 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

big_banner
არქივი