logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

6 იანვარი. 2022. 11:01

 

 

საქართველოში კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 236 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 593, „პისიარ“-ტესტით – 16 643.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,65%, ბოლო 14 დღის – 6,18%, ბოლო შვიდი დღის – 7,43%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 949 176 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 908 813 გამოჯანმრთელდა, 14 082 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 536 824 აცრა, დღიურად აცრილია 7 867.

 

კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 372 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 936 პირი.

 

ამასთან, 5 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 805 პაციენტი, გარდაიცვალა 32.

 

 

big_banner
არქივი