logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ
- +

6 იანვარი. 2022. 11:03

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მრავალსაუკუნოვან, ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ქართველი და სომეხი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს.

 

„ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.

 

ამ მრავალსაუკუნოვან, ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს, რაც, მჯერა, მომავალშიც ასე იქნება. 

 

ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და წარმატებას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი