logo_geo
როდის შეუძლიათ დავალიანების დაფარვა მოქალაქეებს, რომლებმაც ორი ქვითარი მიიღეს
- +

6 იანვარი. 2022. 19:43

 

 

სემეკ-ის წარმომადგენლის, გიორგი ფანგანის განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი არ გაზრდილა.

 

მისივე განმარტებით, აღრიცხვის სისტემა შეიცვალა, რის გამოც მოქალაქეების ნაწილმა ორი ქვითარი მიიღო.

 

ფანგანი ამბობს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც ორი ქვითარი მიიღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დავალიანების დასაფარად ვადა თვის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

 

„იმის გამო, რომ ეს სისტემა შეიცვალა, ზოგიერთმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში გადასახადი არ გაზრდილა. ერთ ქვითარში რაც უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ის გაიყო ორად. გარკვეული შეშფოთება გამოითქვა გადახდის ორ ქვითართან დაკავშირებით, მოგვმართა არაერთმა მოქალაქემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მისი უფლებები დაირღვა. ამიტომ დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიასთან და „ჯივიპისთან“ ერთად, რომ ყველა ის მომხმარებელი, ვინც მიიღო ორი ქვითარი, თუ არ ან ვერ გადაიხდის საფასურს, არ გაითიშება ქსელიდან. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩვეულებრივად, როგორც აქამდე, დავალიანება თვის ბოლოს დაფარონ. თებერვლიდან ყველაფერი ბუნებრივად გასწორდება“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

 

 

big_banner
არქივი