logo_geo
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო ალილო ხალხის მსვლელობის გარეშე განსხვავებულად ჩატარდება
- +

6 იანვარი. 2022. 22:03

 

 

პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო ალილო ხალხის მსვლელობის გარეშე განსხვავებულად ჩატარდება.

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან დალოცავს და ნაკურთხ წყალს ასხურებს. მანქანებით მსვლელობა ხვალ, 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და იგი სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე, ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდება. ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები და ტკბილეულიც, თუმცა მსურველებს შემოწირულებისა მიტანა 12:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში შეეძლებათ.

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან ქრისტეშობის დღესასწაულზე თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა.

 

ეს დღესასწაული წელსაც ჩატარდება, თუმცა ხალხის მსვლელობის გარეშე და პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. კერძოდ სამღვდელოება მოსახლეობას დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით მიულოცავს შობას.

 

მანქანებით მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით.

 

ასევე, ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

 

მსურველებს შემოწირულებისა მოტანა შეეძლებათ 7 იანვარს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში.

 

ახალ 2022 წელს შობის დღესასწაულზე საჩუქრები და სიხარული პირველ რიგში მივუტანოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა.

 

ღონისძიება ტარდება საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ორგანიზებით“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

 

 

big_banner
არქივი