logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა
- +

7 იანვარი. 2022. 10:16

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 128-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 234 პირს დაუდასტურდა, 1 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 6 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 567 შემთხვევა გამოვლინდა, 2 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი