logo_geo
დევი ტაბიძე: ბუსტერ-დოზას ერთი და იგივე ჯგუფი იკეთებს - ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც, თავის დროზე, ორჯერ აცრაზეც განცხადეს თანხმობა
- +

9 იანვარი. 2022. 11:22

 

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების აცრის დღიური მაჩვენებელი იკლებს.

 

„ბუსტერ-დოზას ერთი და იგივე ჯგუფი იკეთებს. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც, თავის დროზე, ორჯერ აცრაზეც განცხადეს თანხმობა. პირველადი აცრების მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია და სადღესასწაულო დღეებში აცრილთა რაოდენობაც ძალიან მცირეა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს. 7 და 8 ათასი აცრა არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, - აცხადებს დევი ტაბიძე.

 

 

big_banner
არქივი