logo_geo
ფრიდონ თოდუა დღეს 78 წლის გახდებოდა
- +

9 იანვარი. 2022. 18:28

 

1944 წლის 9 იანვარს ზუგდიდში დაიბადა ფრიდონ თოდუა - ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ვიცე-პრეზიდენტი (2004), საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის რადიოლოგთა საზოგადოების წევრი, ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, ჟურნალის „რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „საქართველოს სამედიცინო მოამბის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, „Georgian medical News“-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი - თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1988), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1996). ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, გრიგოლ მუხაძის, ამირან ჩაჩავას სახელობის პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1996, 2006), თბილისის საპატიო მოქალაქე (1998), ანდრია პირველწოდებულის (2000) და ივანე ჯავახიშვილის (2004) მედლების მფლობელი, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი (2009).

 

600 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიისა და 15 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს: ალექსანდრე ვიშნევსკის სახელობის პრემია (1979), ევროპის „ღირსების ორდენი“ (1999), მალტის ორდენი (1999), ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდება (1999),  ა. შვაიცერის სახელობის მედალი (2003), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის (მსოფლიოს გამორჩეული პიროვნებების ბიოგრაფიების შემსწავლელი ორგანიზაცია) მიერ ფ. თოდუა საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის აღიარებულია 2003, 2008 და 2011 წლებში „წლის საუკეთესო ადამიანად“. 1991 წლიდან დააარსა და ხელმძღვანელობდა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

 

ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა 2017 წლის 7 ოქტომბერს.

 

 

big_banner
არქივი