logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ფარმაცევტული ბაზრის გაიაფებასთან დაკავშირებით ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს
- +

10 იანვარი. 2022. 11:39

 

 

„ფარმაცევტული ბაზრის გაიაფებასთან დაკავშირებით ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„ჩვენი დაპირება შესრულდა - აზარტული თამაშები ქვეყანაში დარეგულირდა. პარლამენტს მადლობა კიდევ ერთხელ, რომ მიიღეს შესაბამისი კანონი. კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიშზე კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც, ჩვენი პროგნოზით, მედიკამენტების ფასებს ძალიან გააიაფებს. გარდა ამისა, ჩვენ ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც ამ მიმართულებით სიტუაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი