logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ორ-სამ კვირაში „ომიკრონი“ გახდება დომინანტი და მკვეთრად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა
- +

11 იანვარი. 2022. 10:08

 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განაცხადებით, ორ-სამ კვირაში „ომიკრონი“ გახდება დომინანტი და მკვეთრად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა.

 

მისი თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად დიდი იქნება, რომ მოსალოდნელია გარდაცვალების შემთხვევების გაზრდა.

 

„უახლოეს ორ-სამ კვირაში „ომიკრონი“ გახდება დომინანტი და მკვეთრად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, ვინაიდან ბევრად მაღალი იქნება გადადების სიხშირე. მოსალოდნელია გარდაცვალების შემთხვევების გაზრდა იმდენად დიდი იქნება „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი