logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 იანვარი. 2022. 10:49

 

საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

 

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 546 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 284, „პისიარ“ ტესტით – 18 262.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,1%, ბოლო 7 დღის – 9,63%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 968 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 916 421 გამოჯანმრთელდა, 14 264 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 565 599 აცრა, დღიურად აცრილია 10 881.

 

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 431 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 801 პირი.

 

ამასთან, 10 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 085 პაციენტი, გარდაიცვალა 31.

 

 

big_banner
არქივი