logo_geo
შობის ღამის სასწაული! სამშობიარო „იმედის კლინიკაში“ უნიკალური საკეისრო კვეთის ოპერაცია ჩატარდა!
- +

11 იანვარი. 2022. 17:21

 

7 იანვარს, შუაღამისას, დამიანე მესხის დაბადებას სამშობიარო „იმედის კლინიკაში“ ტრადიციულად მრავალჟამიერის გუგუნით შეეგებნენ! პატარა დამიანე მესხების ოჯახის მეთერთმეტე შვილია, თუმცა, მისი დაბადება უნიკალურია, რადგან ის მეშვიდე საკეისრო კვეთის გზით მოევლინა ქვეყანას. 36 წლის რუსუდან მესხს 4 შვილი ფიზიოლოგიური მშობიარობის, ხოლო 7 - საკეისრო კვეთის ოპერაციით გზის ჰყავს გაჩენილი. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. რუსუდან მესხის მეან-გინეკოლოგის მაია მჭედლიძის განცხადებით, დედა მშობიარობიდან მეოთხე დღეს ბინაზე გაეწერა, ხოლო ახალშობილი სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო „იმედის კლინიკის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად, იმისა, რომ ახალშობილი ორსულობის 36-ე კვირაზე, ნაადრევად დაიბადა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

მეშვიდე საკეისრო კვეთის ოპერაცია არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც უნიკალური მოვლენას წარმოადგენს.

 

 

big_banner
არქივი