logo_geo
ევროპის წამლის სააგენტო: წინასწარი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინა კვლავ ეფექტური საშუალებაა „ომიკრონი“ ვარიანტით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ
- +

11 იანვარი. 2022. 21:59

 

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, წინასწარი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინა კვლავ ეფექტური საშუალებაა „ომიკრონი“ ვარიანტით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“, როგორც ჩანს, უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა ვარიანტები. კვლევები სამხრეთ აფრიკაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალ რისკს ცხადყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროპის წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტურობა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ უფრო დაბალია „ომიკრონის“ შემთხვევაში, ვიდრე სხვა ვარიანტების შემთხვევში და დროთა განმავლობაში მცირდება, რის გამოც, სავარაუდოდ, უფრო მეტი ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდება „ომიკრონი“ შტამით.

 

„თუმცა, ეს კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია კვლავ უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისგან. გარდა ამისა, უახლესი მტკიცებულება ასევე ცხადყოფს, რომ ადამიანები, რომლებმაც გამაძლიერებელი დოზა მიიღეს, უკეთ არიან დაცულნი, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ძირითადი კურსი გაიარა“, - აცხადებენ ევროპის წამლის სააგენტოში.

 

 

big_banner
არქივი