logo_geo
თურქეთში ფერმერმა ძროხებს ვირტუალური რეალობის სათვალეები უყიდა, რათა მეტი რძე მოიწველონ
- +

13 იანვარი. 2022. 01:22

 

 

„თურქმა ფერმერმა იზზეტ კოსაკმა თავის ძროხებს ვირტუალური რეალობის სათვალეები უყიდა, რომლებშიც ცხოველები ზაფხულის მდელოების გამოსახულებებს ხედავენ“, - ამის შესახებ Newsweek წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება კოსაკმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთში ანალოგიური ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ გაიგო, რომლის შედეგადაც ცხოველებში შფოთვის დონე შემცირდა, რძის რაოდენობა კი გაიზარდა.

 

სათვალეების ყიდვის შემდეგ თურქმა ფერმერმა რძის წარმოება 22%-ით დაზარდა. ის შედეგით კმაყოფილია და კიდევ 10 სათვალის შეძენას გეგმავს. მანამდე კოსაკი ძროხების დასამშვიდებლად კლასიკურ მუსიკას ასმენინებდა.

 

 

big_banner
არქივი