logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

13 იანვარი. 2022. 10:08

 

13 იანვარს ქუთაისში თოვა და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, აქაც თოვაა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თოვლია მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს ზუგდიდშიც. დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. აქაც მოთოვს.

 

მესტიაშიც მოსალოდნელია თოვლიანი დღე და +3 გრადუსი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი დღისით +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, მოთოვს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

 

+4 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -12 გრადუსი იქნება.

 

გორშიც თოვლი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი იქნება. აქაც ითოვებს.

 

გუდაურში მოთოვს. დღისით 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. აქაც წვიმას ვარაუდობენ.

 

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი და +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

 

რუსთავში მოსალოდნელია წვიმა, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოდარება 17 იანვრამდე არაა მოსალოდნელი.

 

 

big_banner
არქივი