logo_geo
კაილი ჯენერი პირველი ქალი გახდა, ვისაც Instagram-ზე 300 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს
- +

14 იანვარი. 2022. 02:22

 

Instagram-ზე კაილი ჯენერის გამომწერთა რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის მონაცემებით, კოსმეტიკის მწარმოებელი და კარდაშიანების კლანის წევრი პირველი ქალია, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია. მან მომღერალ არიანა გრანდეს რეკორდი მოხსნა, რომელსაც 289 მილიონი გამომწერი ჰყავს. სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარული ქალების სამეულში მომღერალი სელენა გომესიც შედის. მის სოციალურ აქტივობას, გრანდეს მსგავსად 289 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს.

 

Instagram-ის ყველაზე პოპულარულ მომხმარებლად კი კვლავ პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ რჩება. მას 388 მილიონი გამომწერი ჰყავს.

 

 

big_banner
არქივი