logo_geo
დღეს დედაენის ბაღში საახალწლო დასკვნითი კონცერტი გაიმართება
- +

14 იანვარი. 2022. 10:33

 

თბილისის საახალწლო სოფელი და 3-კვირიანი სადღესასწაულო ღონისძიებები დღეს საღამოს, დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

 

გუშინ საღამოს კი დედაენის ბაღში მსმენელის წინაშე ელის ბენდი და ეფი პროჯექტი წარსდგნენ. საღამოს მიწურულს კი ელექტრონული ლაივშოუც გაიმართა.

 

საახალწლო სოფელში, რომელიც ორბელიანის მოედანს, მშრალი ხიდის ტერიტორიას, 9 მარტისა და დედანის ბაღებს მოიცავს, გასართობი ღინისძიებები 24 დეკემბრიდან ყოველდღიურად ტარდება და დღეს დასრულდება.

 

„საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. ეწყობოდა ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები.

 

 

big_banner
არქივი