logo_geo
მარჯანიშვილის თეატრი განცხადებას ავრცელებს
- +

14 იანვარი. 2022. 13:54

 

 

მარჯანიშვილის თეატრის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია ლევან წულაძის გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მათივე ცნობით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი, რომელში მონაწილეობა „ჭოლასაც“ შეუძლია.

 

„ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა.

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.

 

ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ.

 

ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.

 

ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი